-როგორ მოვედით აქამდე.... თინი, როგორ შევძელით ჩვენი სიყვარული ამისთვის დაგვემსგავსებინა... ორივემ დავაშავეთ... ძალიან გვიანია უკვე... ზედმეტად ვატკინეთ ერთმანეთს... ეხლა ამას მნიშვნელობა აღარა აქვს... უცხოები გავხდით... უკვე ცოლქმარიც აღარ ვართ... თუნდაც ფორმალურად... - წამოდგა და კარისკენ გაემართა... საქაღალდე ისევ ხელში ეჭირა... ვერ შეძლო დაეტოვებინა...
↧
სხვისი ცოდვებისთვის... (დასასრული) სინათლე გვირაბის ბოლოს...
↧
გადამარჩინე... (ნაწილი 1)
-ნინე... - გაუბედავად ჩაიჩურჩულა ლიზამ.-შეგეშინდათ?.. სიმაღლემ შეგაშინათ?... - კიდესთან ძალიან ახლოს მივიდა ნინე. - თემო, შენ გადახტები? აი, ლიკა რომ იხრჩობოდეს დაბლა, გადახტებოდი?.. მიპასუხე!.. შიში უფრო ძლიერია თუ სიყვარული?.. - არ წყვეტდა ნინე. - შენ, ლადო?.. ძალიან რომ გთხოვო... იმ უფსკრულის დაბლა რომ ვიდგე და გელოდებოდე... გადმოხტებოდი?... შეძლებდი ჩემი გულისთვის?.. - თვალი მოავლო გაოგნებულ ბავშვებს. - სულ ეგა ხართ, ხალხნო?
↧
↧
გადამარჩინე... (ნაწილი 2)
ნოემბერი...-ვაჩე, მოგენატრები?-მე ეხლაც მენატრები...-რატომ უნდა გაგიშვა მაშინ?-გთხოვ, ოღონდ არ იტირო... ნინე, ვერ ვიტან შენს ცრემლებს...
-რატომ მიდიან ის ადამიანები, ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს? რატომ გტოვებენ?.. ვაჩე, აღარ მინდა მიყვარდე... რომ არ მიყვარდე დარჩებოდი?-დათა, იცი რა მკითხა? რომ არ გიყვარდე დარჩებოდიო? რომ დავფიქრდი... მართლა მასეა... ეს გრძნობა რომ არა, ხომ მართლა არ ვიფიქრებდი წასვლაზე... ნუთუ მართლა

გადამარჩინე... (ნაწილი 3)
უსიტყვოდ, უემოციოდ მიყვებოდა "ქმარს" სახლში... უნდოდა, ეს გზა არასოდეს დასრულებლიყო... გული ერეოდა, იმაზე რომ ლადოსთან მარტო დარჩენა მოუწევდა... მაინც დასრულდა... მალე მივიდნენ სახლამდე... გასაკვირიც არ იყო... ლადო გიჟივით მიაქროლებდა მანქანას... ალკოჰოლიც თავისას შვებოდა...
↧
გადამარჩინე... (ნაწილი 4)
-იმიტომ რომ, შენში ძალიან ბევრი ფული გადავიხადე... - ყურთან ძალიან ახლოს დაიხარა - გიყიდე, გესმის?... ხოდა ეხლა ჩემი საკუთრება ხარ... და აი, ზუსტად ამიტომ დარჩები აქ... მანამ სანამ მე არ მომინდება გაგიშვა.წელში გასწორდა და კარებისკენ გაემართა. ზღურბლთან მისული გაჩერდა...-შეიძლება მიჩვეული ხარ მრავალფეროვნებას, მაგრამ დღეიდან შეეგუე...
↧
↧
გადამარჩინე... (ნაწილი 5)
ზურგსუკან წაღებულ ხელებზე, ხელი მოკიდა და წინ გამოაწევინა... როგორი ტკივილიანი მზერით უყურებდა... ვინ იცის რას გრძნობდა მაშინ, როცა ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა... გააცნოიბიერა, როგორი რთული იქნებოდა ნინესთვისაც ეს პერიოდი... დაიხარა და მაჯებზე აკოცა... ფრთხილად, ძალიან ფრთხილად... უნდოდა შეემსუბუქებინა ის განცდები, მაგრამ როგორ? მეტი ვეღარ
↧
გადამარჩინე... (დასასრული)
ეძღვნება ა'ნინეს, ჩემს თეთრ ანგელოზს.-"მინდა იცოდე, არ ვნანობ... შენთან გატარებულ არც ერთ წუთს არ ვნანობ... პირველი შეხვედრიდან დღემდე... ყველაფერს თავიდან გადავიტანდი, ყველა ტკივილს გავუძლებდი... ვაჩე, ჩემი ცხოვრება შეცვალე... აზრი მიეცი.... შავთეთრი სიცოცხლე გამიფერადე. მიყვარხარ პირველი შეხვედრიდან და დარწმუნებული იყავი, ბოლო ამოსუნთქვამდე... თუ კი რამე გამიკეთებია ცხოვრებაში, ყველაფერი შენი
↧
არ შეგეცოდო... შემიყვარე... (სრულად)
თავზეხელაღებული წვეულება... მთელი ღამე გართობა... განუსაზღვრელი დოზით ალკოჰოლი... ისე, რომ მეორე დღეს ისიც ვერ გაიხსენო სად იყავი და ვისთან ერთად... სპიდომეტრის ახალი რეკორდი... უზომო ადრენალინი და მერამდენედ დაკარგული თავი... უკვე თითქმის მომაბეზრებელი ყოველდღიურობა... გაუცნობიერებელი აპათია და ძალიან ბევრი უაზროდ დაკარგული წამი... წუთი... საათი... დღე... თვე... წელი... ღმერთმა ნუ ქნას ცხოვრება...
↧
ვერ დაგთმობ! (თავი 1)
-ხეპრე, ხარ, დეგენერატი ხეპრე... - ცოტაც და ატირდებოდა ელე, ძალიან დაეზაფრა შიშველი ცეკვის პერსპექტივას.
სიცილით გული რომ იჯერა, ისევ ცეცხლის დანთებას შეუდგა.
-მართლა, ლაშა, რად გინდა, ეს ცეცხლი, წავიდეთ რა... - ხმაში მუდარა გაურია ელემ.
ღმერთო როგორ მოსწონდა ასე აწრუწუნებული ელე. იდგა და თვალს არ აშორებდა. როგორი საყვარელი იყო მაშინ, როცა უსუსური, მასზე დამოკიდებული იდგა და იმედიანი მზერით უყურებდა.

ვერ დაგთმობ (თავი 2)
რა სულელი ხარ. სულელი და ჯიუტი. რა იფიქრე ცხენზე რომ წამოიჭიმე გამოცდილი მხედარივით. რომ გადმოვარდნილიყავი, გიფიქრია რა მოხდებოდა? სულიც არ დაგყვებოდა მიწამდე... -საყვედურიც გაურია, მაგრამ ტონი მაინც თბილი და მოსიყვარულე ქონდა.
-იდარდებდი? - ქვევიდან ახედა ცრემლიანი თვალებით.
ლაშამ თვალებში ჩახედა. ჭკუიდან გადაყავდა ელეს ასეთ უმანკო გამოხედვას. ასეთ დროს უნდოდა საერთოდ შეეჩერებინა დრო და დაუსრულებლად ეყურებინა მისთვის.
-იდარდებდი? - ქვევიდან ახედა ცრემლიანი თვალებით.
ლაშამ თვალებში ჩახედა. ჭკუიდან გადაყავდა ელეს ასეთ უმანკო გამოხედვას. ასეთ დროს უნდოდა საერთოდ შეეჩერებინა დრო და დაუსრულებლად ეყურებინა მისთვის.
↧
ვერ დაგთმობ (თავი 3)
ნელ-ნელა უშვებდა ხელს ლაშა. ნელ-ნელა ცდილობდა საკუთარი გულისცემის მწყობრში მოყვანას და გახშირებული სუნთქვის დარეგულირებას. ძალიან რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ მოშორდა ელეს სხეულს. თავი ვეღარ შეიმაგრა ელემ და იქვე იატაკზე ჩაჯდა. მის წინ ჩაიჩოქა ლაშამაც. მხოლდ მისი თითების წვერებს ეხებოდა ხელით ნაზად.
↧
ვერ დაგთმობ (დასასრული)
-ნანობ?.. - ხმა გაებზარა ლაშას. - მიპასუხე! მომხდარს ნანობ? ვერ მიტან ამისთვის? მიდიხარ იმიტომ რომ მეტად მატკინო? - ცოტ ხნით შეჩერდა და ღრმად ამოისუნთქა. - მეტი შეუძლებელია... ბევრად მეტად მტკივა. ასე უფრო ძნელია, ელე. ახლა, როცა თავიდან ბოლომდე ჩემი ხარ, ათასგზის ძნელია
↧
ხაფანგი (თავი 1)
-სხვა სიტუაციაში, შეიძლება კარგი მეგობრებიც ვყოფილიყავით.
-მეგობრობას სიტუაცია არ სჭირდება, ბატონო კოსტა. მეგობრობა ან არის, ან არა. წარმატებებს გისურვებთ. - მიტრიალდა და სადარბაზოში გაუჩინარდა.
თითქოს რაღაც ჩასწყდა კოსტას. ცოტა აგრესიული ეჩვენა ეს სიტყვები. დინას მიმართ კარგად განეწყო და არ უნდოდა ცუდი განწყობით დაშორებოდა. იმასაც ხვდებოდა რომ რაღაც აწყენინა. რა, ამას ჯერ ვერ ხვდებოდა. თუმცა ამაზე დიდხანს არ უდარდია, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ცხოვრებას საღი თვალით უყურებდა და არ უყვარდა ზედმეტი ფიქრი იმაზე, რასაც მომავალი არ ჰქონდა. იმაში კი, რომ დინას მეტჯერ ვეღარ ნახავდა, თითქმის დარწმუნებული იყო.

ხაფანგი (თავი 2)
ისევ დუმილი, ისევ არ თქმული უამრავი რამ. რამდენიმეჯერ კოსტას გაპარებული მზერა დინასკენ. დინას აცახცახებული ხელები და რამდენჯერმე მღელვარების დასფარად მსუბუქად მოკვნეტილი ტუჩი. ფანჯრისკენ მიბრუნებული თავი შეუმჩნევლად წამოსული უსინდისო ცრემლის მოსაწმენდად. კოსტასთვის ცხოვრებაში პირველად გადადგმული ნაბიჯი, რომელიც აბსოლუტურად ბუნდოვანს ხდიდა მის მომავალს. არადა უკვე ცოლ-ქმარი ერქვათ.
↧
ხაფანგი (თავი 3)
სააბაზანოდან კოსტა გამოვიდა. სახეზე წყალი შეესხა და თეთრი პერანგის ღილები თითქმის ბოლომდე ჩაეხსნა. დინა ოთახში მოჩვენებითი უდარდელობით შევიდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. კოსტამ მის წინ ჩაიმუხლა და დინას ხელები თავისაში მოიქცია. ერთხნას ასე ეჭირა, მერე ტუჩებთან მიიტანა და ძალიან ნაზად აკოცა. წამოდგა ისე, რომ ხელი არ გაუშვია, დინაც ადგა. ჯერ კიდევ მხრებზე მოხურული პიჯაკი ძირს დავარდა. კოსტამ ხელები წელზე შემოხვია და მთელი სხეულით მიიზიდა თავისკენ. თავი მის ყელში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა სასამოვნო სურნელი. მსუბუქი ოხვრა ამოაყოლა და ტუჩები მის ნაზ კანს შეახო. შეეძლო მთელი ცხოვრება ყოფილიყო ასე. წამით ისიც მოეჩვენა, რომ დინას სხეული მის მკლავებში ვნებისგან თრთოდა. ცალი ხელით შეეცადა კაბის თასმები შეეხსნა, ისე რომ ტუჩები არ მოუშორეია მისი სხეულისათვის
↧
ხაფანგი (თავი 4) დასასრული
არა ამქვეყნიური ეჩვენა კოსტას მისი ღიმილი. კედელს მოშორდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ძალიან ახლოს დაუდგა დინას, წელზე მსუბუქად მოხვია ხელი და სამზარეულოს ზედაპირზე შემოსვა.
-ფეხშიშველი ხარ და გაცივდები. - ყურთან ძალიან ახლოს უჩურჩლა.
დინამ ორივე ხელი შემოხვია და თავი მკერდზე მიადო. კოსტამ თავზე აკოცა.
-მომიყვები?
-თუ ჩამომსვამ?!. ასე მიჭირს აზრების დალაგება.
კოსტამ ხელში აიტაცა, სკამზე ჩამოჯდა და დინაც კალთაში ჩაისვა.
-ასე უკეთესია?
-უარესია.

სულ სხვანაირი ხაფანგი (სრულად)
ეს ისტორია ნონაზე და რეზიზეა.
გადავწყვიტე რომ ისინი იმსახურებდნენ ცალკე ისტორიას და დავწერე.
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ.
რაც ძვირფასია, ის მაინც არასდროს იკარგება.
გადავწყვიტე რომ ისინი იმსახურებდნენ ცალკე ისტორიას და დავწერე.
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ.
რაც ძვირფასია, ის მაინც არასდროს იკარგება.
↧
↧
საოცარია, სიჩუმეში მუსიკას გრძნობდე. (სრულად)
-ძალიან ლამაზია, ნოე. - ფიქრებიდან მიმტანის ხმამ გამოარკვია. - ესეც გამოფენისთვისაა?
-ეჰ, მარიკუნა, რა კარგი იქნებოდა რომ მცოდნოდა ვინ არის? - ფოტოს თვალი მოსწყვიტა და გოგონას გაუღიმა.
-უცნაური ადამიანი ხარ, ნოე. შენი გადაღებული არ არის ეს ფოტო? როგორ არ იცი ვინ არის? - წინ ჩამოუჯდა და ნიკაპი ხელზე ჩამოიყრდნო.
საერთოდ ეკრძალებოდა კლიენტებთან ჩამოჯდომა და საუბარის გაბმა, მაგრამ ნოე სხვა იყო.

სისუსტე (თავი 1)
-სად მივდივართ? - პასუხის იმედი დიდად არ მქონდა, მაგრამ სიჩუმე მომბეზრდა და მაინც ვკითხე.
-მაღაზიაში. - ჩემდა გასაოცრად მიპასუხა.
-რისთვის მივდივართ მაღაზიაში? - სასწრაფოდ ჩავეძიე, სანამ ლაპარაკის ხასიათზე იყო მოსული.
-კაბის საყიდლად.
-კაბებს იცვამ? - თვალები გამიფართოვდა.
-შენთვის უნდა ვიყიდოთ. - ცოტა ტონს აუწია.
-ჩემთვის რატომ უნდა ვიყიდოთ კაბა? - ისევ ავაფახულე წამწამები.
-აბა, ჯინსებით და კედებით ხომ არ წამოხვალ წვეულებაზე?
-მე რა, წვეულებაზე მოვდივარ? როდის დაგთანხმდი?
-150 ათასს გიხდი. - იმდენად მშვიდად წარმოსთქვა ეს სიტყვები, გეგონება სამარშუტო ტაქსში მიხდიდა მგზავრობის საფასურს.

სისუსტე (თავი 2)
არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ გავუღიმე. თვითონაც ბორდიურზე ჩამოჯდა. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავით ასე. მე მასზე ვფიქრობდი, უფრო სწორად ჩვენზე, იმ ვითარებაზე ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის. ყველაზე ახლობელ ადამიანად მეჩვენებოდა. საოცარია, მაგრამ სულ რამდენიმე საათი იყო რაც ვიცნობდი, მაგრამ მეგონა რომ მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში. მის გვერდით ჩემი „პრაგმატული მე“ სადღაც ჯანდაბაში იკარგებოდა თავს სისუსტის უფლებას ვაძლევდი. შეიძლება იმიტომ რომ ცოტა დრო მქონდა დარჩენილი, შეიძლება სულ რამდენიმე წუთი და წავიდოდა ჩემი ცხოვრებიდან ისე, რომ არც კი გავახსენდებოდი. რამდენიმე წუთით სისუსტის ნება დავრთე საკუთარ თავს.
↧