ყველა ღილი ჩავიხსენი და პერანგის კიდეებს ხელი მოვკიდე. ორი წამით შევჩერდი და ისევ კაბინეტის შუაში გაჩერებულ დათას თვალი გავუსწორე. გაოცებული მიყურებდა. ჩემგან ალბათ ამას არ ელოდა. დავინახე როგორ გადააგორა ყელში მოზრდილი ნერწყვი და კბილი კილს დააჭირა. მსუბუქად გადავიძრე პერანგი მხრებზე და ხელი გავუშვი. ჩემ ფეხებთან დაეცა რბილი მატერია. თვალი გავაყოლე და ცრემლი გადავყლაპე. აკანკალებული ხელები ქვედაბოლოს ელვა-შესაკრავისკენ წავიღე, ის იყო უნდა ჩამეხსნა რომ დათამ ამოიოხრა და ადგილიდან დაიძრა. ყველანაირი გამბედაობა სადღაც ჯანდაბაში დამეკარგა. ხელები ისევ კაბის შესაკრავთან მეწყო და თავი ვეღარაფრით ვაიძულე, თუნდაც ერთი სანტიმეტრით ჩამეხსნა. ვხედავდი როგორ მიახლოვდებოდა დათა, როგორ გაიხადა პიჯაკი. ცოტაც და ალბათ გონებას დავკარგავდი... ველოდებოდი როდის შემეხებოდა და გულისწასვლამდე მეშინოდა ამის... ის იყო თვალების დახუჭვა დავაპირე, რომ დავინახე როგორ გამოიწოდა ხელები და როგორ მომახურა მხრებზე თავისი პიჯაკი.
↧