სწორედ მაშინ ვნახე პირველად „ის“. პირდაპირ ლექციაზე მომაკითხა (რა ამბიციური სიტყვებია?!) უფრო სწორად აუდიტორიის კარები შემოაღო და... არაფერი უთქვამს. ლექტორი, წითელპომადიანი მარგალიტა, მაშინვე წამოდგა, ცალყბად მოგვიგდო - დავბრუნდებიო და გავის ქნევით და ცხრასანტიმრტრიანი ქუსლების კაკა-კუკით, საკმაოდ იდუმალ ვითარებაში გაუჩინარდა აუდიტორიის კარსუკან. იტყვით რომ მეტისმეტი ირონიი ვლაპარაკობ ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაზე? მარგალიტას იდუმალი ვითარება მე კი არა მთელმა უნივერსიტეტმა იცოდა. სხვთაშორის საკმაოდ მრავალფეროვანი იდულამება ჰქონდა.
↧