-გეშინია? დაძაბული ხარ? - მიშომ ორივე ხელი კაბინის კედელს მიაყრდნო, ისე რომ აკანკალებული ქეთო მათ შორის მოიქცია. - მთელი სხეული გიკანკალებს? ფეხებიდან იწყება და ყველა ნერვის გავლით ტვინის ბოლო უჯრედამდე აღწევს? ხვდები რომ ცოტაც და სუნთქვა გაგიჭირდება? ჰაერი არ გყოფნის? გული ლამისაა ამოგივარდეს? ცდილობ გაიქცე, მაგრამ კედლებს აწყდები და გეჩვენება რომ საშველი არ არის. გეჩვენება, რომ ცოტაც და უბრალოდ აფეთქდები... სწორედ ამას ვგრძნობ ყოველ წუთს, როცა გხედავ, როცა გეხები, როცა შენი ხმა მესმის. ყოველ წამში თითქოს მთელ ცხოვრებას გავდივარ. ჩემი ფობია შენ ხარ
↧