-ნინე... - გაუბედავად ჩაიჩურჩულა ლიზამ.-შეგეშინდათ?.. სიმაღლემ შეგაშინათ?... - კიდესთან ძალიან ახლოს მივიდა ნინე. - თემო, შენ გადახტები? აი, ლიკა რომ იხრჩობოდეს დაბლა, გადახტებოდი?.. მიპასუხე!.. შიში უფრო ძლიერია თუ სიყვარული?.. - არ წყვეტდა ნინე. - შენ, ლადო?.. ძალიან რომ გთხოვო... იმ უფსკრულის დაბლა რომ ვიდგე და გელოდებოდე... გადმოხტებოდი?... შეძლებდი ჩემი გულისთვის?.. - თვალი მოავლო გაოგნებულ ბავშვებს. - სულ ეგა ხართ, ხალხნო?
↧